

ვებინარი კონკურენციის სამართალში
2026 წლის 23 თებერვალს, 19:00 საათზე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება 2026 წლის პირველი ვებინარი კონკურენციის სამართალში, სადაც სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი (ევროკავშირისა და კონკურენციის სამართალში) პოლონეთის ბიალისტოკის უნივერსიტეტში ანა პიჟცი - ისაუბრებს თემაზე „ჯარიმის დაწესების პრინციპები და პრაქტიკა კონკურენციის სამართალში: პოლონური გამოცდილება“.
ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://forms.gle/9fPFCoBR6pYoZfgr5